პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ახალი რეგულაციით, გრანტად ისეთი ფინანსები ჩაითვლება, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ისახავდეს მიზნად. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმის“ მუხლი ემატება, რაც მასობრივი კანონდარღვევისკენ მოწოდებას კრძალავს. წესების დარღვევა 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.