თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. გარდა ამისა, პროცესიდან აცილებულ იქნა ბრალდებულის მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, რომელიც ახალაიას ინტერესებს ადვოკატის სტატუსით იცავდა. სხდომის დახურვამდე სიტყვით თავად ბრალდებულმა ისარგებლა - რაზე ისაუბრა ახალაიამ და როგორ წარიმართა დღევანდელი პროცესი