გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე პირველი სტრატეგიული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ - დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯაში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას - Palitra News

გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე პირველი სტრატეგიული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ - დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯაში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას

2026-03-02 21:04:00+04:00

ყველასთვის მივაღწევთ გამარჯვებას, დღეიდან პროცესი იწყება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც პარტიებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნაზე შეთანხმდნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღევანდელი დღე არის „პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ“.

„ოპოზიციური ალიანსი შედგა. ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება და საქმის კეთება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ბევრი შრომა და ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ. ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.