დონალდ ტრამპი - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს - უზრუნველვყოფთ, რომ ირანმა ტერორისტული დაჯგუფებების შეიარაღება და დაფინანსება ვეღარ შეძლოს - Palitra News

დონალდ ტრამპი - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს - უზრუნველვყოფთ, რომ ირანმა ტერორისტული დაჯგუფებების შეიარაღება და დაფინანსება ვეღარ შეძლოს

2026-03-02 22:11:50+04:00

ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ირანში სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობის ვადა თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა.

„თუმცა, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ვარაუდობდა, რომ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურებას ოთხი კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ ეს უფრო სწრაფად მოხდა.

„ამიტომ, გრაფიკით წინ ვართ. პირველ რიგში, ჩვენ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს ვანადგურებთ. მეორე - ჩვენ მათ საზღვაო ფლოტს ვანადგურებთ. მესამე - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. და ბოლოს - უზრუნველვყოფთ, რომ ირანმა ტერორისტული დაჯგუფებების შეიარაღება და დაფინანსება ვეღარ შეძლოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.