თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ შენობაში ხანძარი იყო. სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ლიბერთი ბანკი. ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძარი ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, დროული რეაგირების შედეგად კი, მალევე ლოკალიზდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. განცხადების თანახმად, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.