ბოლო ცნობებით, სულ მცირე, 49 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული - Palitra News

ბოლო ცნობებით, სულ მცირე, 49 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული

2026-03-03 09:23:37+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - ირანი, ისრაელი და აშშ შორის სამხედრო დაპირისპირება აქტიურ ფაზაში რჩება. ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებენ. საპასუხოდ ირანი ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო აპარატებით უტევს ისრაელის სამხედრო ობიექტებს. დარტმები ხორციელდება სპარსეთის ყურის რეგიონშიც, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული.. კონფლიქტი უკვე სცდება ორმხრივ დაპირისპირებას და ფართო რეგიონულ მასშტაბს იღებს, რაც ზრდის უსაფრთხოების, ენერგეტიკული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს. საერთაშორისო მედია მსხვერპლზეც იუწყება, თუმცა სანდო სტატისტიკას ჯერ-ჯერობით ვერ ავრცელებს. ვრცელდება ცნობები, ამერიკელი სამხედროების გარდაცვალებასა და ირანის მაღალჩინოსნების ლიკვიდირებასთან დაკავშირებით. ბოლო ცნობებით, სულ მცირე, 49 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული.