ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა ერთობის დოკუმენტს ხელი მოაწერა, საზოგადოებას კი - ახალი ალტერნატივისა და პროცესების პოზიტიურად შეცვლას დაპირდა - Palitra News

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა ერთობის დოკუმენტს ხელი მოაწერა, საზოგადოებას კი - ახალი ალტერნატივისა და პროცესების პოზიტიურად შეცვლას დაპირდა

2026-03-03 09:25:30+04:00

ოპოზიციის ალიანსი შედგა - ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა ერთობის დოკუმენტს ხელი მოაწერა, საზოგადოებას კი - ახალი ალტერნატივისა და პროცესების პოზიტიურად შეცვლას დაპირდა. საერთო ქოლგის და ქცევის კოდექსის ქვეშ ოპოზიციური ძალები - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანდნენ. პარტიები აცხადებენ რომ ეს ერთობა განსხვავებული ფორმატისაა, რადგან არ გულისხმობს პოლიტიკურ ან პარტიულ იდენტობაზე უარის თქმას ან საერთო სიების შექმნას. როგორც ოპოზიციონერი სუბიექტები ამბობენ, ალიანსის მთავარი მიზანი რაციონალური, შეთანხმებული და მკაფიო მოქმედებაა.