ისრაელის საჰაერო ძალები ირანსა და ლიბანში სამიზნეებს ბომბავენ - Palitra News

ისრაელის საჰაერო ძალები ირანსა და ლიბანში სამიზნეებს ბომბავენ

2026-03-03 10:07:29+04:00

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანსა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საჰაერო ძალებმა ირანის ტერორისტული რეჟიმისა და „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღა დაიწყეს“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ათობით ლოკაციის, მათ შორის ბეირუთის სამხრეთით მდებარე ორი უბნის, მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.