"უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში" - ბიზნესმენი ილია წულაია ახლო აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს - Palitra News

"უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში" - ბიზნესმენი ილია წულაია ახლო აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

2026-03-03 11:02:28+04:00

ბიზნესმენი ილია წულაია ახლო აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ომანის დედაქალაქ მასკატიდან საქართველოსკენ დანიშნული რეისის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

"შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს, 3 მარტს 1600-ზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120 კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მასკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე).

ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში.

დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად ვინც იმყოფებით მასკატში და შეძლებთ დღეს 14.00 -მდე აეროპორტში მოსვლას გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს - ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65‬) და უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მასკატში ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით. ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ - როგორც აღვნიშნე რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით. ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 23.00 საათზე მასკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ!"