პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2026-03-03 12:42:03+04:00

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გრანტად მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას. კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. გათვალისწინებულია მათ შორის პატიმრობა 6-დან 9 წლამდე. საკანონდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექს ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით : “ექსტრემიზმი კონსტიტიციური წყობილების წინააღმდეგ”. მუხლი საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდებების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ცვლილებებისადმი კრიტიკულია ოპოზიცია.