გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა - Palitra News

გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

2026-03-03 12:46:58+04:00

გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული აჭარაში. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი. საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე. დაკავებულია ირანის მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.