„გრანტების შესახებ“ კანონში შეტენილი ცვლილებები და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

„გრანტების შესახებ“ კანონში შეტენილი ცვლილებები და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-03-03 15:42:14+04:00

„გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით მიღებულია. ცვლილებებს საავარაუდოდ ხვალ პლენალურ სხდომაზე განიხილავენ. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გრანტად მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას. სიახლეა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლიც სახელწოდებით : “ექსტრემიზმი კონსტიტიციური წყობილების წინააღმდეგ”, რომლის თანახმადაც საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდებების შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. ქართული ოცნება ცვლილებებს უცხო ძალების ჩარევის აღმოფხვრით ხსნის, ოპოზიცია კი ტოტალური კონტროლით. ვინ რა არგუმენტით ხსნის გადაწყვეტილების მიღებას?