ირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმებს განაგრძობს - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში - Palitra News

ირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმებს განაგრძობს - რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში

2026-03-03 15:44:33+04:00

ირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმებს განაგრძობს. „სიენენის“ ცნობით, საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს, სავარაუდოდ, ირანული დრონებით თავს დაესხნენ. ერაყის ქალაქ ერბილში აფეთქებების ხმები ისმოდა, ბაჰრეინში კი საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. ისრაელში დღეს დილით ირანიდან გაშვებული რაკეტები დაფიქსირდა. პარალელურად, ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა და ევაკუაციის შესახევ განაცხადა. ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს არის ომი, რომელიც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, დონალს ტრამპი კი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შეიარაღებულია და მზადაა გამარჯვებისთვის. რა ხდება კონფლიქტის ზონაში?