9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ალიანსი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - როგორ აფასებენ მთავრობის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებას - Palitra News

9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ალიანსი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - როგორ აფასებენ მთავრობის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებას

2026-03-03 15:47:43+04:00

9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ალიანსი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების მიღწევა შეძლო. როგორც განმარტავენ ოპოზიციური ალიანსში შემავალი პარტიები იდეოლოგიურ იდენტობას უნარჩუნებენ, თუმცა თანხმდებიან საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე. დაანონსებულია ერთიანი საერთაშორისო ვიზიტებიც, მათ შორის გაზაფხულს აშშ-ში ვიზიტი. ალიანსში შემავალი პარტიები გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან, ამბობენ რომ კარი ღიაა ყველა პროდასავლური პოლიტიჯური ჯგუფისთვის. რაც შეეხება ალიანსის მიღმა მყოფ პარტიებს “გახარია საქართველოსთვის“ გუნდი პოზიციას არ ცვლის. ექსპრემიერის თანაგუდელები მიიჩნევენ, რომ ალიანში შემავალი ყველა პარტია წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მათთვის წითელი ხაზია. ალიანსის პოლიტიკური შესაძლებლობების არ სჯერათ „ქართულ ოცნებაში“.