დონალდ ტრამპი - ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“

2026-03-03 17:23:05+04:00

ირანს მოლაპარაკებები სურს - უკვე გვიანია , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არის. მათ მოლაპარაკებები სურთ. მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“!“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება.

ამასთან, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ს „იარაღის შეუზღუდავი მარაგი აქვს და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის“.