საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო - Palitra News

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

2026-03-03 19:15:09+04:00

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.

ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.