9 ოპოზიციური პარტია მმართველი პარტიის წინააღმდეგ ერთიანდება და საერთო პოლიტიკური სტრატეგიის ფორმირებაზე თანხმდება - Palitra News

9 ოპოზიციური პარტია მმართველი პარტიის წინააღმდეგ ერთიანდება და საერთო პოლიტიკური სტრატეგიის ფორმირებაზე თანხმდება

2026-03-03 20:57:04+04:00

9 ოპოზიციური პარტია მმართველი პარტიის წინააღმდეგ ერთიანდება და საერთო პოლიტიკური სტრატეგიის ფორმირებაზე თანხმდება. მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, გაერთიანებაში შემავალი სუბიექტები თანამშრომლობის პრინციპებზე უკვე შეთანხმდნენ. მათი განცხადებით, ალიანსი პროდასავლური ჯგუფებისთვის ღია რჩება და უახლოეს პერიოდში საერთაშორისო აქტივობებსაც გეგმავს, მათ შორის, ვიზიტს აშშ-ში.ერთიანებასთან თანამშრომლობას გამორიცხავს პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ყოფილი პრემიერის გუნდი მიუთითებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი მათთვის მიუღებელ წითელ ხაზად რჩება.პროცესს გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაშიც, სადაც ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას სკეპტიკურად აფასებენ და მის პოლიტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებენ. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ კოორდინირებული მოქმედება მმართველი გუნდის დამარცხების მთავარი საწინდარი გახდება.