პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რაც დაფინანსების წესებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს. ახალი რედაქციით, გრანტად ჩაითვლება ის სახსრებიც, რომლებიც შესაძლოა ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის გამოიყენონ.ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსსაც შეეხება - ემატება მუხლი „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმის“ შესახებ, რაც კანონმდებლობის მასობრივი დარღვევისკენ მოწოდებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაუქვემდებარებს.მმართველ პარტიაში ინიციატივას უცხოური გავლენების პრევენციის საჭიროებით ხსნიან. ოპოზიცია კი ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან კონტროლის გამკაცრების მცდელობად აფასებს და პროცესს დემოკრატიული სივრცის შეზღუდვად მიიჩნევს.