9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ახალი ალიანსი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას საერთო სტრატეგიით აგრძელებს.
გაერთიანებაში შემავალი პარტიები საკუთარ იდეოლოგიურ იდენტობას ინარჩუნებენ, თუმცა შეთანხმდნენ თანამშრომლობის წესებზე და გამარჯვების საერთო გეგმაზე. ალიანსის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ერთობლივი მოქმედებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი იქნება. მათივე განმარტებით, გაერთიანების კარი ღია რჩება ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის.
ამ ფორმატის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი ის პარტიები, რომლებიც ალიანსს გარეთ დარჩნენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდი „წითელ ხაზებზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ალიანსში გაერთიანებულ თითქმის ყველა პარტიას წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აკავშირებს.
გაერთიანების წარმატებაში არ სჯერათ მმართველ გუნდშიც. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური სპექტრი დიდი ხანია სრულად დისკრედიტებულია და რეალური პოლიტიკური რესურსი აღარ გააჩნია.