საქართველოს პარლამენტის წევრები სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, სადაც ამერიკელ პოლიტიკოსებს ხვდებიან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მსჯელობენ - Palitra News

საქართველოს პარლამენტის წევრები სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, სადაც ამერიკელ პოლიტიკოსებს ხვდებიან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მსჯელობენ

2026-03-04 09:22:48+04:00

საქართველოს პარლამენტის წევრები სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, სადაც ამერიკელ პოლიტიკოსებს ხვდებიან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მსჯელობენ.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლიკა შარტავა და „ხალხის ძალის“ დეპუტატი, ეკა სეფაშვილი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ. ნიკოლოზ სამხარაძე ასევე შეხვდა შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანსაც. სამხარაძის განმარტებით, საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.

სამხარაძის განცხადებით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე მუშაობის შესაძლებლობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.