განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმა კვლავ მწვავე კრიტიკის საგნად რჩება - Palitra News

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმა კვლავ მწვავე კრიტიკის საგნად რჩება

2026-03-04 09:24:13+04:00

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმა კვლავ მწვავე კრიტიკის საგნად რჩება.

პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და განათლების სფეროს ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები სისტემაში არსებულ რეალურ პრობლემებს ვერ პასუხობს. მათი შეფასებით, ხელისუფლება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და არსებობს რისკი, რომ კრიტიკული აზრის სივრცე მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რეფორმის რეალური მიზანი განათლების სისტემის განვითარება კი არა, აკადემიურ სივრცეზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებაა.

მმართველ პარტიაში ამ შეფასებებს არ ეთანხმებიან. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ცვლილებები განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სისტემის უფრო ეფექტიან მართვას ემსახურება.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის ჩამოყალიბებაა, რაც საბოლოოდ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უკეთეს პირობებს შეუქმნის.