ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება ფართოვდება და პროცესში უფრო აქტიურად ერთვება შეერთებული შტატებიც - Palitra News

ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება ფართოვდება და პროცესში უფრო აქტიურად ერთვება შეერთებული შტატებიც

2026-03-04 09:24:58+04:00

ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება ფართოვდება და პროცესში უფრო აქტიურად ერთვება შეერთებული შტატებიც.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციების ახალი ეტაპი დაიწყეს. მათი თქმით, სამიზნე გახდა რაკეტების გაშვების პოზიციები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

ოპერაციის შესახებ განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანმა ღამით ისრაელზე მორიგი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განახორციელა. პარალელურად, ირანი საჰაერო დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ობიექტებზეც აგრძელებს.

ირანის სამიზნეებს შორის არის რეგიონში განთავსებული აშშ-ის საელჩოები და სამხედრო ბაზები. ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, დუბაიში მდებარე ამერიკულ საკონსულოს დრონით განხორციელებულმა იერიშმა ხანძარი გამოიწვია.

დაძაბული ვითარების ფონზე შეერთებული შტატები რეგიონში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს და რამდენიმე ქვეყანაში საელჩოებისა და საკონსულოების მუშაობას ეტაპობრივად ამცირებს.