ევროკომისიის შეფასებით, რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა საბაბს იყენებს - Palitra News

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა საბაბს იყენებს

2026-03-04 09:25:20+04:00

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა საბაბს იყენებს.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ კრემლის განცხადებები მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დროისა და ადგილის გაურკვევლობაზე სწორედ ამ ტაქტიკის ნაწილია. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი მუდმივად ცდილობს პროცესის გადადებას და შეთანხმების მიღწევას აჭიანურებს.

მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე ახალი მოლაპარაკებების რაუნდის თარიღი და ლოკაცია ჯერ განსაზღვრული არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გადადება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს არ უკავშირდება. მისი თქმით, უკრაინას სურს, რომ შეხვედრა ევროპაში გაიმართოს.

ზელენსკის განცხადებით, რეგიონში არსებული ვითარების გამო შესაძლებელია, რომ შეხვედრა აბუ-დაბიში აღარ ჩატარდეს და სხვა ლოკაცია შეირჩეს.