საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა დაამტკიცა - Palitra News

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა დაამტკიცა

2026-03-04 15:53:05+04:00

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ან მატერიალური რესურსი, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას უკავშირდებოდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატებას სახელწოდებით „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ამ ნორმის მიხედვით, მასობრივი კანონდარღვევისკენ საჯარო მოწოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ტოტალური კონტროლი თუ ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ძალების ჩარევის პრევენცია? ვინ რა საფუძველს ხედვა ცვლილებების მიღების მიღმა.