ნატო-მ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო - Palitra News

ნატო-მ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო

2026-03-04 16:52:43+04:00

ნატო-მ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო. ამის შესახებ განცხადება ნატოს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტიმ გააკეთა.

„ნატო მტკიცედ დგას ყველა მოკავშირის გვერდით, მათ შორის თურქეთის გვერდით, მაშინ როდესაც ირანი აგრძელებს განურჩეველ თავდასხმებს რეგიონში. ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ყველა სფეროში ძლიერია, მათ შორის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კუთხით“, - განაცხადა ნატოს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, ირანული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, როდესაც ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან.