შრი-ლანკას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

შრი-ლანკას საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა

2026-03-04 18:35:39+04:00

აშშ-ის მიერ ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას შრი-ლანკას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შრი-ლანკას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაშველებმა ქვეყნის სანაპიროსთან ჩაძირული ირანული სამხედრო ხომალდის Iris Dena-ს ეკიპაჟის 80 წევრის ცხედარი იპოვეს.მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.გემის დოკუმენტაციის თანახმად, სულ, ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ირანული სამხედრო გემი აშშ-ის წყალქვეშა სამხედრო ნავიდან განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩაიძირა.