საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდნენ. ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს რომ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაცვის მხარე საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს. უფლებადამცველი აღნიშნავს რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ ამინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს. მას გამოძიება პოლიცილეზე ფიზიკურ თავდასხმას ედავებოდა. ამ ქმედების გამო ამაღლობელს გასული წლის აგვისტოში 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.