ირანი თურქეთის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს - Palitra News

ირანი თურქეთის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს

2026-03-05 10:29:15+04:00

ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

„ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.