საქალაქო სასამართლოში, სადაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

საქალაქო სასამართლოში, სადაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2026-03-05 12:47:31+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ისევ სამართალდამცავების მობილიზებაა. დღევანდელ სხდომაზე ჩვენებას დეტექტივი და ორი ბრალდებული მისცემს. გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. პროცესს ეკა ლემონჯავა აშუქებს.