„მომენტალური ლატარიის“ გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ნახევარი მილიონი ლარის მფლობელი თბილისში მცხოვრები დოდო დეღელაძე გახდა. მან მომენტალური ლატარიის „ნახევარი ლიმონის“ ბილეთი მარჯანიშვილის მეტროში არსებულ ჯიხურში შეიძინა. მოგებული თანხა საქართველოს ეროვნული ლატარიის წარმომადგენლებმა გამარჯვებულს უკვე გადასცეს. თუ როგორ აპირებს ქალბატონი დოდო დეღელაძე მოგებული თანხის გამოყენებას.