აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულს ის სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.