ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, შესაძლოა არსებული სატრანსპორტო დერეფნების გადაწყობა მოხდეს - საქართველოს კი ამ შემთხვევაში შეუძლია დამატებით სტარეგიული როლი შეასრულოს - Palitra News

ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, შესაძლოა არსებული სატრანსპორტო დერეფნების გადაწყობა მოხდეს - საქართველოს კი ამ შემთხვევაში შეუძლია დამატებით სტარეგიული როლი შეასრულოს

2026-03-05 13:43:49+04:00

ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, შესაძლოა არსებული სატრანსპორტო დერეფნების გადაწყობა მოხდეს. საქართველოს კი ამ შემთხვევაში შეუძლია დამატებით სტარეგიული როლი შეასრულოს. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი დაშვების დონეზე საუბრობს იმ მოსალოდნელ სცენარებს, რაც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას მოჰყვეს. თუ ირანში არსებული არასტაბილურობა გაგრძელდება, საქართველოს შეუძლია დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა- ასეთია კვლევის ცენტრის მოკლე შეფასება. ირანის სამხრეთში, ჰორმუზის სრუტესთან მდებარე ბანდერ-აბასის ნავსადგურში სომხური ტვირთები უკვე გაიჭედა. ამის შესახებ მეზობელი ქვეყნის მედია იუწყება. სპუტნიკ არმენია იუწყება, რომ ლოგისტიკური კომპანიები პორტში შემოსული კონტეინერების ჩამორტვირთვასაც ვერ ახერხებენ, საომარი მოქმედებების გარდა, ამას ხელს უშლის ირანში გამოცხადებული გლოვა, რის გამოც პორტი ფაქტობრივად პარალიზებულია, არ მუშაობს არც საბაჟო და არც სხვა სახელმწიფო ორგანოები. სომხეთში უკვე ეძებენ შემოვლით გზებს აღმოსავლეთ აზიიდან ტვირთების მისაღებად ირანის გვერდის ავლით. ჯერ ვერავინ ამბობს რამდენად გააძვირებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები სატრანსპორტო გადაზიდვებს, მაგრამ ალტერნატიული მარშრუტების ძიება, რომელიც ირანს გვერდ აუვლის უკვე აქტიურად მიმდინარეობს.