ისრაელის თავდაცვის ძალები - თეირანში რაკეტების საწყობებსა და გაშვების ადგილებს დავარტყით - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალები - თეირანში რაკეტების საწყობებსა და გაშვების ადგილებს დავარტყით

2026-03-05 14:16:28+04:00

ისრაელის მიერ თეირანზე ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად რაკეტების შესანახი და გაშვების ადგილები განადგურდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთ მიწისქვეშა ობიექტს, რომელზედაც დარტყმა განხორციელდა, ირანი ბალისტიკური რაკეტების შესანახად იყენებდა. მათივე ინფორმაციით, ასევე დაბომბეს საჰაერო თავდაცვის რაკეტების რამდენიმე სხვა საწყობი და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები.