ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისები სრულდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური რეისი დღეს მასკატიდან შესრულდება. დილით კი ერ-რიადიდან თბილისში 171 მგზავრი დაბრუნდა. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში ჩართულები არიან, საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში.