როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში

2026-03-05 15:45:18+04:00

ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა. სამხარაძე ამბობს რომ საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ქართული ოცნების წევრები იმედს გამოთქვამენ რომ შტატებში გამართული შეხვედრები ორმხრივ ურთიერთობაში პოზიტიური იმპულსის მიმცემი იქნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინი არ აქვთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს. ქართული საპარლამენტო დელეგაცია შტატებში ამერიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მოწვევით გაემზავრა. ოპოზიცია ამბობს რომ კონგრესმენი ანტიუკრაინული განცხადებებითა და ქმედებებით გამოირჩევა. სამხარაძის თქმით კი კონგრესმენი ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დაახლოებული პირია. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ვიზიტს, ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, როგორია მოლოდინები და შეფასებები.