როგორ აფასებენ 9 ოპოზიციური პოლიკური პარტიების გაერთიანებას მთავრობის წარმომადგენლები - Palitra News

როგორ აფასებენ 9 ოპოზიციური პოლიკური პარტიების გაერთიანებას მთავრობის წარმომადგენლები

2026-03-05 15:51:10+04:00

ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ სამოქმედო გეგმას და ბრძოლის სტრატეგიებს განსაზღვრავს - პროტესტის მასშტაბის გაზრდა, ვიზიტები უცხოეთში და შეხვედრები მოსახლეობასთან - 9 ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგის მთავარი ასპექტებია. ხელისუფლების ოპონენტები ახალი ალიანსის მიზნად, საკვანძო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტასა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრას ასახელებენ. დოკუმენტზე ხელმომწერი, დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ერთიანობის იდეას მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. შაბათს დაგეგმილ მარშს კი, სიმბოლურად, ერთობას მიუძღვნიან.