უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200 სამხედრო დააბრუნა - Palitra News

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200 სამხედრო დააბრუნა

2026-03-05 18:08:19+04:00

200 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.„დღეს 200 უკრაინულმა ოჯახმა მიიღო ყველაზე დიდი ხნის ნანატრი ამბავი: მათი საყვარელი ადამიანები სახლში ბრუნდებიან“, - დაწერა ზელენსკიმ.მისი ინფორმაციით, დაბრუნებულებს შორის არიან მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქების, ასევე ზაპოროჟიეს დამცველები, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, სპეციალური სატრანსპორტო სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები.მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ტყვეების გაცვლის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.