მეექვსე დღეა ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაძაბულია. მოვლენების ესკალაციას, ყოველდღიურად კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის, საჰაერო იერიშები იწვევს. ირანი წერტილოვნად ურტყამს ისრაელის დასახლებულ პუნქტებს. სამიზნეს წარმოადგენს ახლოაღმოსავლეთის ის ქვეყნებიც, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებია განავთსებული. დღეს აზერბაიჯანში, ორ ლოკაციაზე დრონებით თავდასხმაც განხორციელდა. აზერბაიჯანი ირანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და საპასუხო ზომებზე მსჯელობს. თავის მხრივ, ირანი, როგორც თურქეთზე საჰაერო იერიშს, ისე ნახიჩევანის აეროპორტზე დარტყმებს უარყოფს. კონფლიქტის პარალელურად, ევროპა სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. ევროპელი ლიდერები ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისგან გამოწვეულ სავარაუდო რისკებზე საუბრობენ და კონფლიქტში ჩართვის ვარიანტებს განიხილავენ.