ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყას - როგორ აფასებენ ვერსიას ექსპერტები? - Palitra News

ირანმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს დაარტყას - როგორ აფასებენ ვერსიას ექსპერტები?

2026-03-05 20:09:20+04:00

საქართველოს საგარეო უწყება გმობს აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი შეშფოთება პირად საუბარშიც დაუდასტურა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების ფონზე, ვრცელდება ინფორმაციებიც, ირანის სავარაუდო სამიზნეებზეც. მათ შორის, არ გამოირიცხა, რომ ამ სიაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიც იყოს.