უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო - რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს?! - Palitra News

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო - რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს?!

2026-03-05 20:18:17+04:00

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და რიგი საოქმო განჩინებების კანონიერების გადახედვას. „ნეტგაზეთის“ თანახმად, პარალელურად, საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი საკასაციო ინსტანციაში ითხოვდა განაჩენის გამკაცრებას და ბრალის დამძიმებას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს?!