ქარელში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა - Palitra News

ქარელში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

2026-03-06 11:50:30+04:00

ქარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლით მოძრავი 21 წლის მამაკაცი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.