ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ირაკლი კობახიძე პლატფორმა X-ზე წერს, რომ საუბრისას დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.