საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ის კონგრესში შეხვედრები დაასრულა. კონგრესმენებთან საუბარი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და შუა დერეფნის განვითარების საკითხს შეეხო. დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკა შეცვლილია, შეხვედრები ძალიან პრაგმატულია და თუკი აქამდე ამერიკული ინვესტიციები ფსევდოლიბერალურ ღირებულებების პროპაგანდას, ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას ხმარდებოდა, დღეს მათი რესურსები ქვეყნის ეკონომიკასა და ვაჭრობას მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება აშშ-თან სტარტეგიული პარტნიორბის აღდგენას ელოდება და საკითხს იმედით უყურებს, ოპოზიციაც გარდამტეხ ცვლილებებს არ ელოდება. შესაძლოა თუ არა ქათულ-ამერიკული ურთიერთობები გაუმჯობესდეს?