შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა - Palitra News

შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

2026-03-06 12:39:02+04:00

შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში მდებარე „ელიტ-ელექტრონიქსი“-ს მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 10 ლეპტოპს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.