ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ფართოვდება და პროცესში უკვე აქტიურად ერთვება ამერიკის შეერთებული შტატებიც. ისრაელი დარტყმებს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტებზე ახორციელებს. თავდასხმების ძირითადი ნაწილი ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებზე მოდის. შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კი ლიბანიც სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრს დაარტყა. ამავე დროს, აშშ იერიშებს ირანის სამხედრო პოზიციებსა და თეირანთან დაკავშირებულ ძალებზე ახორციელებს, განსაკუთრებით კი იმ ობიექტებზე, რომლებიც რეგიონში ამერიკული ინტერესებისა და სამხედრო ბაზებისთვის საფრთხედ აღიქმება. ამის საპასუხოდ, ირანი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით უტევს არა მხოლოდ ისრაელის ქალაქებს, არამედ სპარსეთის ყურის რეგიონსაც, მათ შორის იმ ობიექტებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული. რა მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში და რას ამბობენ მსოფლიო ლიდერები აღნიშნული კონფლიქტის შესახებ.