ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას ცდილობენ და პროტესტის გასაძლიერებლად სტრატეგიას აყალიბებენ. პროცესში ჩართულია 9 ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი. მათი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს პროტესტის მასშტაბის გაზრდა, საერთაშორისო ვიზიტები და მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები წარმოადგენს. ერთიანობის იდეას მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც უცხადებს. სწორედ ამ კონტექსტში ხვალ, 7 მარტს მესამე სექტორის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი მარში სიმბოლურად ერთობას მიეძღვნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, არასამთავრობო სექტორთან კოორდინაცია და მხარდაჭერა საერთო მიზნის მიღწევას გაამარტივებს. მათივე განმარტებით, საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია და რეგიონებში აქტიური შეხვედრებიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება.