როგორ ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და როგორია მმართველი პარტიის პოზიცია - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და როგორია მმართველი პარტიის პოზიცია

2026-03-06 15:42:20+04:00

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად თბილისიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადეს. როგორც მედიასაშუალებაში აცხადებენ, კითხვით სახელმწიფო დეპარტამენტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტამდე მიმართეს, თუმცა პასუხი მხოლოდ ვიზიტის შემდეგ მიიღეს. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ უკვე 33 წელია, რაც აშშ-ის ხელისუფლება საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაშინგტონში ასევე აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დონალდ ტრამპის შუამავლობით გაფორმდა, სამხრეთ კავკასიას ახალი შესაძლებლობების წინაშე აყენებს. ამავდროულად, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. როგორ ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და როგორია მმართველი პარტიის პოზიცია - ამ თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობს და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.

როგორ ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას და როგორია მმართველი პარტიის პოზიცია