Washington Post - რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის - Palitra News

Washington Post - რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის

2026-03-06 19:17:38+04:00

რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტების, მათ შორის, გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ დაზვერვის მონაცემებს კონფლიქტის დაწყების შემდეგ უზიარებს.

წყაროების განცხადებით, რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული დაზვერვის მონაცემების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის დახმარება „საკმაოდ ყოვლისმომცველია“.