აშშ საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად თბილისიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადეს.სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი უკვე 33 წელია საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.ამავდროულად, აშშ-ში გრძელდება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.როგორ აფასებენ სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილებს ქართველი პოლიტიკოსები და როგორია მმართველი პარტიის პოზიცია?