მედია - დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა - Palitra News

მედია - დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

2026-03-07 12:33:08+04:00

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ავიაკომპანია Emirates-მა განაცხადა, რომ ფრენები დროებით შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით მუშაობის განახლების შესახებ გამოაცხადა.

„Emirates-ი სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.